“Mirror”-ის ცნობით, ჟენევაში “Sotheby’s” აუქციონზე მსოფლიოს ყველაზე ძვირი საათი 21,3 მილიონ დოლარად გაიყიდა. საათი სახელწოდებით “Henry Graves Supercomplication” დამზადებულია 24 კარატიანი ოქროსაგან და 500 გრამს იწონის. საათი 1930 წელს შვეიცარიულმა კომპანიამ “Patek Philippe” დაამზადა და ის ნიუ-იორკელი ბანკირისათვის ჰენრი გრეივისათვის იყო განკუთვნილი.
საათების, წუთებისა და წამების მაჩვენებელი ისრების გარდა “Henry Graves Supercomplication”-ს გააჩნია კიდევ 24 სხვადასხვა მექანიზმი. საათს აქვს კალენდარი, მთვარის ფაზების მაჩვენებელი, ქრონოგრაფი რომელიც წამების მეასედის სიზუსტით მუშაობს, და სხვა ფუქნციები.
საათი 920 დეტალისაგან შედგება და მის დამზადებას 8 წელი დასჭირდა.
კომპიუტერული ტექნოლოგიების დამკვიდრებამდე “Henry Graves Supercomplication” მსოფლიოს ყველაზე რთულ საათად ითვლებოდა.
საათის ახალი მესაკუთრე ხელოვნების ნიმუშების ყატარელი კოლექციონერი საუდ ბინ მუჰამედ ალ-ტანი გახდა.
ავტორი