23 წლის ჩიხუახუა სახელად სპაიკი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც მსოფლიოში ამჟამად მცხოვრები ყველაზე ასაკოვანი ძაღლი.
ბოლო 13 წლისა სპაიკი აშშ-ში, ოჰაიოს შტატში, ერთ-ერთ ფერმაზე რიტა კიმბელთან ერთად ცხოვრობს. ქალმა ძაღლის ქუჩაში, სასურსათო მაღაზიასთან იპოვა და მისი სახლში წაყვანა გადაწყვიტა.
„ზურგი გაპარსული ჰქონდა, კისერზე კი თოკისგან ან ჯაჭვისგან სისხლის ლაქები ემჩნეოდა. მაღაზიის გამყიდველმა მითხრა, რომ ძაღლი აქ უკვე 3 დღეა დადის და ნარჩენებით კვებავდნენ“, – იხსენებს კიმბელი.
მისივე თქმით, სპაიკი ახალ სახლს სწრაფად შეეჩვია და ფერმაზე სხვა ცხოველებთან ურთიერთობაც მოსწონს.
„ძალიან მეგობრულია, მაგრამ იმის გამო რომ უკვე თითქმის ვეღარ ხედავს და ცუდად ესმის, ხანდახან გაღიზიანებულია და უბრალოდ უნდა რომ ყველამ თავი დაანებოს“, – ამბობს კიმბელი.
ავტორი