FRANCE 24-ის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი, ჯიმ იონ კიმი მომავალ თვეში თანამდებობას დატოვებს.
„ჩემთვის დიდი პატივი იყო, ამ შესანიშნავი დაწესებულების პრეზიდენტობა, რომელიც დაკომპლექტებულია პროფესიონალი და მშრომელი ადამიანებით“,_ აღნიშნა კიმმა.
როგორც ცნობილია, ის კომპანიას შეუერთდება, რომელიც განვითარებადი ქვეყნების ინფრასტრუქტურის განვითარებაში ახორციელებს ინვესტიციებს.
ცნობისთვის, ჯიმ იონ კიმმა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის პოსტი 2012 წელს დაიკავა.
































































