მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის თასი საქართველოში მოგზაურობს. დღეს ეს პრესტიჟული სარაგბო ჯილდო ევროპის ყველაზე მაღლამდებარე სოფელში, უშგულში გამოიფინა!
თასის ტური საქართველოს კუთხეებსა და ქალაქებში 16 აპრილს, გურიაში, სოფელ შუხუთში დაიწყო. უშგულამდე თასი ჯერ ზუგდიდში, შემდეგ კი მესტიაში გამოიფინა. მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის სარეკლამო აქციაში ვეტერანი მორაგბეები ნონო ანდღულაძე და ლექსო გუგავა მონაწილეობენ.
ახალგაზრდა მორაგბეთა ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატი 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით თბილისსა და ქუთაისში გაიმართება. უმცროსი „ბორჯღალოსნების“ გარდა საქართველოში მსოფლიოს 11 უძლიერესი ნაკრები ითამაშებს: მოქმედი ჩემპიონი ინგლისი, თასის ხუთგზის მფლობელი ახალი ზელანდია, ერთგზის გამარჯვებული სამხრეთი აფრიკა, ასევე ავსტრალია, არგენტინა, ირლანდია, შოლანდია, უელსი, საფრანგეთი, იტალია და სამოა.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები C ჯგუფში იასპარეზებს არგენტინელი, სამხრეთაფრიკელი და ფრანგი თანატოლების მხარდამხარ.