ძლიერი კონკურენციის პირობებში, ბრენდები სხვადასხვა მარკეტინგული ხერხით იზიდავენ მომხმარებელს. ისინი ცდილობენ სარეკლამო აქციებითა და არაორდინალური მაღაზიებით მიიქციონ ყურადღება.
“Freitag”-ის ახალგაზრდული ჩანთები სატვირთო მანქანების ტენტებისგან იკერება, სახელურები კი – ღვედისგან. გერმანიის ქალაქ ციურიხში მდებარე „ფრაიტაგის“ მაღაზია, ძველი სატრანსპორტო კონტეინერებისგან არის აგებული. 26-მეტრიანი კონსტრუქცია 17, ერთმანეთზე დახვავებული კონტეინერისგან შედგება.
ბერლინში, ველომაღაზიის მფლობელმა კრისტიან პეტერსონმა თავისი მაღაზიის ფასადი 120 ველოსიპედით გააფორმა. ამგვარად, მომხმარებელს პროდუქციის შეფასება დაწესებულების კედლებზევე შეუძლია.
„თავბრუდამხვევი“ ფასდაკლებების განმავლობაში, ვანკუვერის Gაპ-ის მაღაზია ამოყირავებული იყო. რამდენიმე დღის მანძილზე, შენობის ვიტრინები, 32 მანეკენი, 4 სადემონსტაციო მაგიდა, ასობით ტანსაცმელი, გასახდელები და ყველა სარკე თავდაყირა ეკიდა.
ინდონეზიის ქალაქ ბანჯარმასინში, საკვები პროდუქტების შესაძენად, ადგილობრივი მაცხოვრებლები მდინარეში გამართულ ბაზარში მიდიან. მოვაჭრეებს საქონელი თავის ნავებზე ულაგიათ. მყიდველებიც პროდუქტების შესაძენად ნავების საშუალებით გადაადგილდებიან.
საერთაშორისო სუპარმარკეტების ქსელმა “7-Eleven”-მა სრულმეტრაჟიან მულტფილმ „The Simpsons Movie“-ის ეკრანებზე გამოსვლის წინა დღეებში, ჩრდილოეთ ამერიკის ფილიალები მულტფილმში გამოგონილ ბრენდ “Kwik-E-Mart” -ს სახელწოდებით ჩაანაცვლა. დროებით, სახელები შეეცვალა პროდუქციასაც, დახლებზე გამოჩნდა: გამაგრილებელი სასმელი “Buzz Cola” და “Squishees”-ი.
ტოკიოში მდებარე “Swarovski”-ს მაღაზია არამარტო საკუთარი პროდუქციით, არამედ სარკისებული ფასადით და თვლებით გაფორმებული დიზაინით იზიდავს მყიდველს.
ამსტერდამში Aდიდას-ის მაღაზია-ყუთი მდებარეობს. შენობა სპორტული ფეხსაცმლის ყუთის ასოციაციას ქმნის.
150 წლის იუბილეზე “Louis Vuitton”-მა პარიზში მდებარე მთავარი ფილიალის დიზაინი შეცვალა. მაღაზიამ უზარმაზარი ჩემოდნის ფორმა მიიღო.
ლონდონში, კარნაბის ქუჩაზე, “Diesel”-ის მაღაზია-რადიომიმღები იქცევს გამვლელთა ყურადღებას.
ლონდონში, კიდევ ერთი, მუსიკალური თემატიკის შენობა მდებარეობს. ელექტროგიტარების მაღაზიას გიგანტური ხმის გამაძლიერებლის ფორმა აქვს.