გიგანტომანიით შეპყრობილი მილიარდერი შეიხის ჰამად-ბინ-ჰამდან-ალ-ნაიანის ავტომობილების კოლექცია 200 პრესტიჟული მანქანისგან შედგება, რომლებიც შეიხის “პირამიდაშია” გამოფენილი აბუ-დაბისთან.
მაგრამ იგი მათ არც იყენებს – შეიხი გაერთიანებული საამიროების არმიის პოლკოვნიკია და განსაკუთრებით უყვარს ჯიპები!
ეს 4,4-ტონიანი და 7 მ სიმაღლის “მანქანა” კლასიკური ამერიკული სამხედრო ჯიპის 4-ჯერ გადიდებული ასლია და, რაც მთავარია, მისი ტარებაც შესაძლებელია – მძღოლის ნამდვილი კაბინა რადიატორის ცხაურს უკანაა დამალული. “ჯიპი” შეიხის მე-4 გიგანტია.