მსოფლიოში ერთ-ერთ ცნობილ ხელოვნების სკოლას, რომელიც გლაზგოში მდებარეობს ცეცხლი უკიდია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ცეცხლი სკოლასთან მდებარე ღამის კლუბზე გავრცელდა და შესაძლოა, სხვა შენობებსაც მოედოს.
BBC -ის ცნობით, ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
როგორც შოტლანდიის გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, ხანძარმა სკოლის ყველა სართული მოიცვა.
როგორც ცნობილია, ხანძრის ჩაქრობას 120-ზე მეტი მეხანძრე მაშველი ცდილობს.
გლაზგოს ხელოვნების სკოლის მშენებლობა 1909 წელს დასრულდა და მისი ნაწილი ხანძარმა 4 წლის წინაც გაანადგურა.