ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს დილით, ხელვაჩაურში, სოფელ ჩხუტუნეთში.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ორი ადამიანი იჯდა, ხრამში გადავარდა. მძღოლი, 32 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, რაც შეეხება ავტომობილში მყოფ მეორე მგზავრს, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, უცნობია.
[sexy_author_bio]