ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბორჯომში. დღეს, 20 მაისს დაახლოებით 15:00 საათისთვის „მწვანე მონასტრის“ მიმდებარე ტერიტორიასთან მსუბუქი ავტომანქანა მდინარე მტკვარში გადავარდა.
მანქანაში ბორჯომის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეები ისხდნენ. მაშველებმა მანქანიდან 2 მოსწავლე ამოიყვანეს. სამაშველო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება. დაშავებულები მეთორმეტე კლასელები არიან.
შეგახსენებთ, საჯარო სკოლებში კურსდამთავრებულები ბოლო ზარს აღნიშნავენ.
წყარო: borjomi.tv