ამ წუთებში საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტს ხვდება.
ის გავრცელებული ჩანაწერების თემას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით ყურადღება მისაქცევი “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებული ოქუაშვილთან ინტერვიუ იყო.
“საინტერესო ამ ჩანაწერებში საინტერესო არის ის, რომ ინგლისის ორმა საექსპერტო ბიურომ თქვა,რომ არ არის ავთენტური, რომ არის დაჭრილი, დამახინჯებული და შეკერილი რამდენჯერმე. ასევე, თქვა, ჩვენმა სახელმწიფო საექსპერტო ბიურომაც. შესაბამისად, მათ დიდ ანგარიშს ვერ გავუწევთ.
არ ვიცი, საიტები არ ვიცი. იქ იყო დასახელებული წამყვანი საექსპერტო ბიუროები ინგლისის, ჩემთვის ეს ძალიან საფუძვლიანი და მისაღებია. ამავდროულად იყო ჩვენი სახელმწიფოს ბიუროს მიერ გამოქვეყნებული დასკვნა, სადაც იყო საუბარი, რომ ეს ჩანაწერები არ იყო ავთენტური.
ყველაზე საინტერესო რასაც რუსთავი 2 ავრცელებდა ეს იყო ოქუაშვილის ინტერვიუ. ქალბატონი ეკა და მისი დირექტორი ერთად ცდილობდნენ როგორმე ის ეთქვა იმ კაცს, რაც წინასწარ იცოდნენ, მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს. ამ ინტერვიუშიც მნიშვნელოვანი ის გახლდათ, რომ ის იყო ჩემთან კაბინეტში მეორედ და თურმე ოთხი თითით ვანიშნე. ეს მინდა მაყურებელს, რომ გავუანალიზო. ჩემთან მოსული კაცია. შემიძლია შევამოწმო თუ ჩაწერების მეშინია. როგორც წესი არ ვამოწმებ ხოლმე. ყველას შეუძლია ჩემთან აპარატურა შემოიტანოს. ეს კაცი ჩემთან ორჯერ იყო. პირველად ნახა რომ არ შემიმოწმებია და მეორედ შეიძლებოდა თავისუფლად ესრგებლა. მინდა მაყურებელს ავუხსნა, საკუთარ კაბინეტში ვზივარ, ოთხ თითს ვანიშნებ და ვერ ვლაპარაკობ. თუ რამის მეშინოდა, შემეძლო შემემოწმებინა. მერე და მთავარი, რაც არის კითხვა რაში უნდა გადაეხადა ამ კაცს ფული? თვეზე მეტია თემა მუსირებს და რაში გადაიხადა ქრთამი? “_აცხადებს ივანიშვილი.