https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მთავარმართებელი დონდუკოვ-კორსაკოვი

20:12; 12.12.2017
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

XIX საუკუნის ბოლო ათწლეულებში თბილისის სემინარიაში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, რუსიფიკატორული პოლიტიკის გატარებას მეთაურობდა მთავარმართებელი დონდუკოვ-კორსაკოვი და მისი ამქრის რეაქციონერი წევრები _ სასწავლო ოლქის მზრუნველი იანოვსკი და ეგზარქოსი პავლე ლებედევი (XIX საუკუნის 80-იან წლებში მეფისნაცვლობა გაუქმდა და შემოიღეს მთავარმართებლის ინსტიტუტი. პირველ მთავარმართებლად დაინიშნა  ბულგარეთის ყოფილი კომისარი თავადი დონდუკოვ-კორსაკოვი. ,,მოქეიფე მთავარმართებელი მუდამ მგზავრობაში იყო. _წერდა დავით კლდიაშვილი, _ დროს ატარებდა ქეიფსა და ლხინში. საგანგებო მატარებლებს დაჰყავდა უგრძნობლად მთვრალი მმართველი და გრძნობაში არმყოფი სადგურებზე დამხვდურ სხვადასხვა თხოვნებით დეპუტატებს ყველას პირდებოდა ნათხოვნის ასრულებას და დაკმაყოფილებას, თუმცა არც კი იცოდა ვინ სთხოვდა, რას სთხოვდა და არც ის, თუ რას პირდებოდა. ერთხელ, თურმე, სურამის სადგურზე დამხვდურ დეპუტაციას ვაგონის ფანჯრიდან გადმოსძახა: ბუდეტ ვამ პორტ, ბუდეტ! (გექნებათ ნავსადგურიო) და ჩაწვა ისევ, _ თავი ისევ ფოთში ეგონა, საიდანაც მოდიოდა და სადაც საზეიმო სადილობამდე ნავსადგური შესახებ ჰქონდა ლაპარაკი”, წერდა დავით კლდიაშვილი). ეგზარქოსმა თითქმის ყველა სასულიერო სასწავლებლებიდან დაითხოვა ქართველი მასწავლებლები და რუსებით შეცვალა. თბილისის სასულიერო სემინარიაში ქართული სასულიერო და საერო ლიტერატურის სწავლება აკრძალა. ბევრი ცნობილი ქართველი ეკლესიასა და საეკლესიო სკოლებში ქართული ენის აღდგენას და ქართული ენის კათედრის დაარსებას მოითხოვდა, რომელიც უზრუნველყოფდა ქართული გრამატიკის, სასულიერო და საერო ლიტერატურის, საქართველოს გეოგრაფიის, საეკლესიო და სამოქალაქო ისტორიის შესწავლის კარგად დაყენებას . იაკობ გოგებაშვილი 1883 წელს წერდა: `ახალმა ეგზარქოსმა ისე ცხადად გამოავლინა თავისი ტომობრივი განკერძოება… და მოგვცა ქართველთა ელემენტარული უფლებების მიმართ უპატივცემლობის იმდენი აშკარა საბუთი, რომ გამოიწვია ქართველ საზოგადოებაში საყოველთაო განცვიფრება და გულისწყრომა~. განსაკუთრებით `აუტანელი მაინც ეროვნული გრძნობისადმი სულიერ მამათა დამცინავი დამოკიდებულება იყო~ . სემინარიის მასწავლებელი ვინმე გობტინსკი თურმე სემინარიელებს საყვედურობდა, რომ ისინი ქართულად ფიქრობდნენ, ანუ ქართველად ყოფნა საკუთარ თავთან განმარტოებულ ადამიანებსაც კი ეკრძალებოდათ .

ისე უდიერად და თავხედურად, როგორც რუსები, ალბათ, არც ერთი დამპყრობელი არ ექცეოდა ქართულ ენასა და დამწერლობას. რუსები მას ძაღლის ენას უწოდებდნენ და მის ამოძირკვას ცდილობდნენ. ასევე ეპყრობოდნენ ყველაფერ ქართულს: 1882 წელს დავით ერისთავის სპექტაკლში “სამშობლო” სცენაზე ქართული დროშა გამოიტანეს, რამაც დიდი აღფრთოვანება გამოიწვია მაყურებელში. ამის გამო `მოსკოვსკიე ვედომოსტის~ რედაქტორმა კატკოვმა შეურაცხყოფა მიაყენა ქართველებს: `…ქართველებმა თავი უნდა დაანებონ სიზმრებს, ბოდვას და როტვას ქართველთა რაღაც წარსულზე; ურჩევ მათ ეხლა ეს ქართული  დროშა გოდფრუას ცირკს ჩააბარონ, იქ ჯამბაზები და ტაკიმასხარები უკეთ გამოიყენებენ~. ამ გამოხტომას ილია ჭავჭავაძემ უპასუხა წერილში `კატკოვის პასუხად~: `…ეგ დროშა, რომელიც ეგეთის სასოებით და პატივით უტარებია იმოდენა ხანს უწინდელს ქართველს, ეგ დროშა, რომელიც წინ დახვედრია მოზღვავებულს თათრობას და მუსულმანობას და ქრისტეს ჯვარი თამამად წინ წაუმძღვარებია, ძლევამოსილობით ომიდამ გამოუტანია და დაუმკვიდრებია კავკასიაში, ეგ დროშა, რომელსაც აწინდელი ქართველი იმავე ვაჟკაცობით და თავგამომეტებით თან გაჰყოლია და რუსებთან ერთად სისხლი უთხევია მამულისათვის, _ დღეს ეგ დროშა საცირკოდ გაგვიხადა ერთმა ვიღაცა კორესპონდენტმა და ბ-ნმა კატკოვმა ბანი მისცა~. მსგავსი ქმედებანი ხდებოდა არა ბნელ შუა საუკუნეებში, არამედ სულ ახლახან, XIX და XX საუკუნეებში.

საქართველოს სახალხო სკოლებიდან ქართული ენის განდევნის შემდეგ რუსები წინადადებას იძლეოდნენ, სამეგრელოს, სვანეთის და აჭარის სკოლებში ქართულის ნაცვლად სწავლება მეგრულად, სვანურად, თურქულად და, რა თქმა უნდა, რუსულად შემოეღოთ . 1885 წელს გამოიცა ბრძანება სამეგრელოს სკოლებში ქართული ენის აკრძალვის შესახებ. დაიწყეს რუსულ ანბანზე დაყრდნობით მეგრული დამწერლობის შექმნა. მის ავტორად გამოდიოდა ვინმე თადა აშორდია. კრიტიკოსი და პედაგოგი იპოლიტე ვართაგავა მას ახასიათებს, როგორც უპრინციპო, ქარაფშუტა და თავქარიან კაცს, `რომელიც წიგნს სრულებით არ კითხულობდა, არც რუსულად და მით უმეტეს, არც ქართულად. მთელ თავისუფალ დროს ნარდისა და ქაღალდის თამაშს ანდომებდა~ . აშორდია მეგრელებს უმტკიცებდა, რომ ისინი ქართველები არ არიან, რომ ქართველები მათ ყოველთვის ჩაგრავდნენ, წაართვეს საკუთარი ენა და თავს მოახვიეს ქართული. მათი დამცველი მხოლოდ რუსები არიან, რომელთაც დაინახეს ქართველების `ვერაგული~ პოლიტიკა და მეგრელებს ეხმარებიან, რათა დაიბრუნონ საკუთარი ენა და დაუბრუნდნენ ფესვებს. 1889 წელს აშორდიამ დაასრულა მეგრული ანბანის შეთხზვა. დაიწყეს საღვთო წიგნების მეგრულ ენაზე გადათარგმნა, მაგრამ ეს თარგმანები ხალხის ყურისთვის იმდენად უცხო და გამოუდეგარი გამოდგა, რომ მსმენელებში მხოლოდ სიცილს იწვევდა. ეს თარგმანები უარყო სამეგრელოს სამღვდელოებამაც და მეგრულ ენაზე წირვა-ლოცვის შემოღებას სიცოცხლე არ ეწერა.

საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე სახელმწიფოებრიობის იდეა ისე არასდროს ჩამქრალა, როგორც ეს მოხდა რუსეთის გაბატონების პერიოდში. `ტერორი, პროვოკაცია, ალერსი და ჯილდო _ ყველაფერი იქითკენ იყო მიმართული, რომ ხალხის მოწინავე ჯგუფები გაეხრწნათ და მით სახალხო ბრძოლის ხერხემალი გადაეტეხათ~ . ამ მეთოდმა შედეგი გამოიღო _ ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი (განსაკუთრებით თავადაზნაურობა) წელში გატყდა, მოხდა ერის სრული დემორალიზაცია და დეგრადაცია, ერთგვარი მუტაცია, რის გამოც ეროვნული მუხტი თითქმის სრულიად ჩაქრა (თითქმისო, ვამბობთ, თორემ ქართველები მაინც არ ურიგდებოდნენ დამპყრობლებს, მათ შეძლეს ძალების მოკრება და XIX საუკუნის განმავლობაში რუსეთის მმართველობას რამდენიმე მძლავრი აჯანყებით უპასუხეს. ყველა ეს აჯანყება სისხლში იყო ჩახშობილი ჩინ-მედლებისა და აღზევების მოყვარულ ქართველთა დახმარებითა და მონაწილეობით). ქართველი კოლაბორაციონისტები რუსული მონსტრის სამსახურში ჩადგნენ და დროთა განმავლობაში (ანუ ძალიან სწრაფად) მათი დიდი ნაწილი მშვენივრად მოერგო არსებულ სიტუაციას, მტრის ბანაკში გადავიდა, მასაში კი იძულებითმა კონფორმიზმმა დაისადგურა. ახალ ბატონს ყოველნაირად რომ დამსგავსებოდნენ, ქართულს რუსული ენა ამჯობინეს (იმხანად მაღალი კულტურის მანიშნებელი იყო რუსულად უაქცენტოდ ლაპარაკი) და გვარებიც კი რუსულ ყაიდაზე გადაიკეთეს (განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში). რუსის სამსახურში ყოფნა ქართველ ადამიანს საშუალებას აძლევდა, პრივილეგირებულ მდგომარეობაში ყოფილიყო, თავი უცხოდ არ ეგრძნო, ანუ ამ ბუნებრივად უცხო ორგანიზმის განუყოფელი ნაწილი ყოფილიყო. აღსანიშნავია, რომ ქართველები ახალი `სამშობლოსა~ და პატრონის ყველაზე ერთგული და საიმედო დამცველები გახდნენ. როგორც ჩანს, სახელმწიფოებრიობისა და ერის გადარჩენისათვის საუკუნეების მანძილზე მიმდინარე ბრძოლამ ქართველობა ძალ-ღონისაგან დაცალა და მას აღარ შეეძლო მედგარი წინააღმდეგობა გაეწია რუსებისათვის. როგორც იტყვიან, ჩათრევას ჩაყოლა არჩია…

გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

12:10; 5 ივნისი, 2026
ისტორია

„კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

12:02; 5 ივნისი, 2026
ისტორია

ბედისწერამ თავისი გაიტანა

10:56; 5 ივნისი, 2026
ისტორია

ქართული ნაციონალიზმი

10:00; 3 ივნისი, 2026
ისტორია

როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

09:58; 3 ივნისი, 2026

,,რა თამაშს თამაშობს უკრაინა?“ - რამაზ საყვარელიძე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს

ყველა სიახლე

მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა

ყაველაშვილმა ნუგზარ უბერი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

18:48; 16.09.2026
სამართალი

ეს უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციოში – ლილუაშვილის ადვოკატი

18:40; 16.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

18:23; 16.09.2026
პოლიტიკა

სუს-ის ყოფილ უფროსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

18:15; 16.09.2026
ფინანსები

SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს

17:45; 16.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:38; 16.09.2026
ფინანსები

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – განახლებული კურსი 17 სექტემბრისთვის

17:12; 16.09.2026
სამართალი

შსს-მ ქვემო ალვანში 10 წლის ბავშვის მიმართ შესაძლო იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

17:07; 16.09.2026
ფინანსები

Forbes-მა ბიძინა ივანიშვილის ქონება ისევ $2.7 მილიარდად შეაფასა

17:00; 16.09.2026
პოლიტიკა

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია

16:54; 16.09.2026
x
პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე – Enka-სთან დაკავშირებით ვაშინგტონის გადაწყვეტილებაც ექვემდებარება გასაჩივრებას

16:34; 16.09.2026
სამართალი

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინეს

14:58; 16.09.2026
ფინანსები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

14:54; 16.09.2026
პოლიტიკა

პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები დაამტკიცა

14:49; 16.09.2026
სამართალი

შეჩერებული „ნამახვანჰესის” კომპენსაციისთვის საქართველომ თურქულ Enka-ს 400 მლნ დოლარზე მეტი უნდა გადაუხადოს

14:28; 16.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო