საზარელი ტრაგედია მოხდა გორში, სოფელ მეჯვრისხევში. ადგილობრივების ინფორმაციით, 17 წლის გოგო ქამრით ჩამომხრჩვალი, საკუთარ სახლში ნახეს.
“მთელი სოფელი გლოვობს. უპატიოსნესი გოგო იყო. რა მოხდა, არ ვიცით“, _ აცხადებენ ადგილობრივები.
სუიციდის ფაქტს ადასტურებს “გურია ნიუსთან” მერის წარმომადგენელი მეჯვრისხევში _ გიორგი ნარიკაშვილის თქმით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა: “უცნობია მიზეზი. მიმდინარეობს გამოძიება“, _ ამბობს ნარიკაშვილი.