მთავარმა არხმა თეა წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.
როგორც ტელეარხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პროკურატურაში განცხადებასთან ერთად მიიტანეს მტკიცებულებები, სადაც ჩანს როგორც ძარცვა, ასევე, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის კადრები, ამავე კადრებში, მისი თქმით, ჩანს პოლიციელების აბუჩად აგდება.
,,ჩვენ, “მთავარი არხი” და კრიტიკული მედიის წარმომადგენლები ქვეყნის პირველი ვიცე-პრემიერისა და კულტურის მინისტრის უკულტურო და აგრესიულ ქმედებაზე გამოძიების დაწყებას და ჩვენი კომპანიის კუთვნილი ნივთის დაბრუნებას ვითხოვთ. ჯერჯერობით, ძალოვან უწყებებს კანონდამრღვევი ვიცე-პრემიერის ჩადენილ დანაშაულზე რეაგირება არ მოუხდენია.“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ავტორი: მერაბ ცაავა