აი, საშინელი სტიქია გურიაში, რა ვიდეო გავრცელდა (და არა მხოლოდ ერთი!) ბავშვებიანი მგზავრი, ლამის სიგიჟემდე მისული, გზაში ჩაკეტილი, ვერც 112-ს და ვერც სხვა ვინმეს ვერ უკავშირდება, დახმარება რომ აღმოუჩინონ;
მთავრობა ორი დღეა რაიმე შტაბის შექმნას არ აპირებს, -არადა, თოვს უწყვეტად! შუქი არა, ჩაკეტილი გზები, ავადმყოფამდე ვერანაირი მანქანა ვერ მიდის და ა.შ.
ოზურგეთში ნახევარმილიონად შეძენილი ერთი გრეიდერია მხოლოდ და ისიც გამგეობის უკან დგას, უვარგისია სამუშაოდ. სხვა არაფერი!
ბევრი რომ არ ვისაუბრო, სისტემა მოშლილია, – მოშლილია ყველა დონეზე!
ელემენტარული სამსახურებიც კი ვერ ფუქნციონირებს. _ წერს სოციალურ ქსელში ეკონომიკის სპეციალისტი დემურ გიორხელიძე.