პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობაში ერთადერთი ცვლილება გახორციელდება.
„მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ მთავრობის ყველა წევრს შევთავაზე დარჩენა. ერთადერთი, თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის პოზიცია იყო, რომ მას სურდა პოლიტიკიდან სხვა სფეროში გადანაცვლება”,_ განაცხადა კობახიძემ.