საქართველოს მთავრობამ 18 თებერვალს ახალი განკარგულება გამოსცა, რითაც 2026 წლის 29 იანვრის № 222 განკარგულებაში ცვლილებები შეიტანა, რომელიც „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებას“ შეეხება.
ამ ცვლილებების თანახმად, განკარგულების პირველი პუნქტი შემდეგი რედაქციით ყალიბდება:
_ სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების გახორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის“ შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს არაუმეტეს 27 531 700 ლარისა.
მუნიციპალიტეტების ჩამონათვალში ოზურგეთის და ლანჩხუთიც ფიქსირდება.
კერძოდ:
ახალი განკარგულების თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს -არაუმეტეს 6 850 000 ლარი,ხოლო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს 7 996 500 ლარი გამოეყოფა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.


































































