ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა ექთანი, თამუნა ჯგერენაია გარდაიცვალა.
მედიკოსები მის გადარჩენას ორი თვის განმავლობაში ცდილობდნენ.
“საშინელებაა…. მთელი ხობი გლოვობს. თამუნას გადარჩენას ზუგდიდელი ექიმები ორი თვის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა”, _ ამბობს “გურია ნიუსთან” გარდაცვლილი ქალის ახლობელი.
შეგახსენებთ, ახალგაზრდა ქალს ავტომობილი 14 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში დაეჯახა.
ავტორი