მაშველებმა მტკვარში გადავარდნილ მანქანას მიაგნეს და წყლიდან ამოიყვანეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, ამოყვანილი მანქანიდან 1 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.
ინფორმაციისთვის, ავტომობილი მტკვარში თბილისში, მეტეხის ხიდიდან გადავარდა. სამძებრო-სამაშველო ღონისძიება დაახლოებით 2 საათზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.
“ფორმულას” ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
































































