EURONEWS-ის ინფორმაციით, დედამიწაზე მილიონამდე მცენარის, მწერის და ცხოველის სახეობა გადაშენების საფრთხის წინაშეა.
მაუწყებლის ინფორმაციით, 50 ქვეყნის 145 მკვლევარის მიერ შედგენილ ანგარიშს 130 ქვეყანაში იზიარებენ, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთში.
ანგარიში იტყობინება, რომ კლიმატურ ცვლილებები, რომლის გამომწვევი მიზეზიც ქვანახშირის, ნავთობის და გაზის დაწვაა, ზრდის დანაკარგებს.
ანგარიშის მიხედვით, 1990 წლის შემდეგ სახეობების სიმრავლე მიწაზე 20%-ით შემცირდა.
გადაშენების საფრთხის ქვეშ არიან ამფიბიების 40%-ზე მეტი, რიფის მარჯნის დაახლოებით 33 %, ზღვის ძუძუმწოვრების მესამედი.
სურათი ნაკლებად ნათელია მწერებისთვის, მაგრამ სავარაუდოა, რომ 10%-ს გადაშენება ემუქრება.
მკვლევარების თქმით, საჭიროა ცვლილებები, რაც გულისხმობს ფუნდამენტურ, სისტემურ რეორგანიზაციას ტექნოლოგიურ, ეკონომიკურ და სოციალურ ფაქტორებში, მათ შორის პარადიგმების, მიზნებისა და ღირებულებების გათვალისწინებით.