ჰოლივუდელი მსახიობები პოპულარულთა რიგებს მიეკუთვნებიან. ისინი მუდმივი ყურადღების არეალში იმყოფებიან. მათზე ჭორაობენ, საუბრობენ, უთვალთვალებენ და ყველაფერში ბაძავენ. საინტერესოა როგორი განათლების ინდექსი გააჩნია ამ ხალხს და რას კითხულობენ.
რამდენიმე წლის წინ მსახიობი პატრისია არკეტი საბავშვო კომიქსებით დაინტერესდა. ამ “სენით” დაავადებულმა საერთოდ მიატოვა სერიოზული ლიტერატურა, თვით სელინჯერიც კი, რომელსაც ადრე აღმერთებდა. ამჟამად პატრისია, მისივე თქმით, იმდენად დეგრადირებულია, რომ ძილის წინ აუცილებლად უნდა იფრინოს ადამიან-ობობასთან ერთად ცათამბჯენებს შორის.
ჯილიან ანდერსონი გამოტყდა, რომ ძილის წინ აუცილებლად კითხულობს ბუდისტების წიგნს, “როცა ყველაფერი ინგრევა”. ყოველ ღამე, სანამ დაიძინებს, ჯილიანი მშვიდად და აუღელვებლად კითხულობს თითო გვერდს.
დევიდ კოპერფილდის ლიტერატურული მიდრეკილება ფრიად არაორიგინალურია. მას ყველა მოგზაურობაში თან დააქვს ჩარლზ დიკენსის “დევიდ კოპერფილდი”, როგორც თილისმა. პოპულარული ჯადოქარი ამბობს, რომ ამ წიგნს მისთვის ბედნიერება მოაქვს.
ანჯელინა ჯოლი არ მალავს თავის მიდრეკილებას სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურის მიმართ, რომელიც, არც მეტი და არც ნაკლები, სხვადასხვა ჯურის მანიაკებს ეხება. ჯოლი დარწმუნებული იყო, რომ ახალგაზრდობაში ადვოკატი, ან დეტექტივი გამოვიდოდა, მაგრამ ბედმა სხვაგვარად ინება.
გაგიკვირდებათ და ანტონიო ბანდერასის სამაგიდო წიგნი სერიოზული და სენტიმენტალური რომანი, სერვანტესის “დონ კიხოტია”.– “ დონ კიხოტი ჩემი მეორე “მე”-ა, ირწმუნება ბანდერასი. ყოველდღე, ყოველ წამს ბედის წისქვილებს ვებრძვი და ძალიან ხშირად ვმარცხდები”. როგორი დაუჯერებელიც არ უნდა მოგვეჩვენოს სუპერვარსკვლავის ასეთი გულახდილობა, მსგავსი თვითშეფასება ნამდვილად რომ მისასალმებელია.
ავტორი