https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აიათოლა ხამენეის მეუღლე თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა – რა დეტალები ხდება ცნობილი

    ირანი: „აშშ-სთან მოლაპარაკებები არ იქნება“

    „უგუნური და დესტაბილიზაციის გამომწვევი საქციელია“

    დონალდ ტრამპი: არავის სჯერა, რა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთბაშად გაქრა

    ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

    ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აიათოლა ხამენეის მეუღლე თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა – რა დეტალები ხდება ცნობილი

    ირანი: „აშშ-სთან მოლაპარაკებები არ იქნება“

    „უგუნური და დესტაბილიზაციის გამომწვევი საქციელია“

    დონალდ ტრამპი: არავის სჯერა, რა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთბაშად გაქრა

    ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

    ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მცირე ჰესების მშენებლობა სოფელ გომში _ როგორია რეალური სურათი

11:38; 7.10.2024
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

გასული წლის სექტემბერში “გურია ნიუსმა” გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარი იყო, “პარვუს ჯგუფის” მიერ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის თემი), ბჟუჟის ხეობაში სამი მცირე _ თითო 1.9 მეგავატიანი, ჰესის მშენებლობის შესახებ.

სოფელში, მედიის და მოსახლეობის წარმომადგენლებთან პირველ შეხვედრაზე, ცნობილი გახდა, რომ მცირე ჰესის მშენებლობის დროს, გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესწავლა და დოკუმენტის მომზადება სავალდებულო არ იყო.

 “საქართველოს კანონმდებლობით, 5 მეგავატი ან მეტი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის გახორციელება არ შეიძლება დაიწყოს პროექტის გამახორციელებელი კომპანიის მიერ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) პროცედურის გავლისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე. ხოლო თუ დაგეგმილი პროექტის სიმძლავრე ხუთ მეგავატზე ნაკლებია, კანონმდებლობით. პროექტის გამახორციელებელი ვალდებულია, გაიაროს ე. წ. სკრინინგის პროცედურა. ეს პროცედურა გულისხმობს გზშ–ს ჩატარების აუცილებლობის დადგენას: კომპანია ვალდებულია ჩაატაროს მცირე კვლევა, დააზუსტოს პროექტის გარკვეული დეტალები და მიმართოს სააგენტოს სკრინინგის გადაწყვეტილების მისაღებად. სხვა სიტყვებით, პირველი შემთხვევისგან განსხვავებით, 2-დან 5 მეგავატამდე სიმძლავრის პროექტის შემთხვევაში, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სააგენტო წყვეტს _ უნდა ჩაუტარდეს, თუ არა გზშ პროექტს. ყურადსაღებია, რომ სკრინინგის გადაწყვეტილებაც საზოგადოების მონაწილეობით უნდა იყოს მიღებული“, _ თქვა მაშინ “გურია ნიუსთან” ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” პოლიტიკის ანალიტიკოსმა ქეთი გუჯარაიძემ. მისივე თქმით, თუ კი დაგეგმილი პროექტის სიმძლავრე 2 მეგავატზე ნაკლებია, ასეთ შემთხვევაში, ნათელია, რომ პროექტის გამახორციელებელი არ არის ვალდებული ჩაატაროს გზშ .

ყველაზე მთავარი, რაც მაშინ მოხდა, იყო ის, რომ სოფელ შემოქმედის მოსახლეობის თქმით, საზოგადოებისთვის არ იყო ცნობილი კომპანიის მიერ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან დადებული მემორანდუმის შინაარსი.

 “გავრცელებული ინფორმაციით, პროექტი კასკადური _ სამი 1.9-მეგავატიანი ჰესის მშენებლობას ითვალისწინებს. თუ ეს ასეა, მაშინ პროექტის ჯამური სიმძლავრე 5.7 მეგავატი გამოდის. ეს კი ნიშნავს იმას, რომ კომპანიას აუცილებლად უნდა ჩაეტარებინა გზშ“, _ ამბობდნენ მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციის და მედიის წარმომადგენლები.

ხალხი კი ამბობდა, რომ კომპანია არც მათთან და არც მედიასთან საჯარო განცხადებებში არ       აზუსტებდა პროექტის დეტალებს და ამტკიცებდა, რომ პროექტს არ სჭირდება გზშ…

როგორც მაშინ არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკოს” და ასევე, სხვადასხვა ექსპერტები ამბობდნენ, კომპანიამ დაარღვია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, რადგან დაიწყო მშენებლობა, სულ მცირე, გარემოს ეროვნული სააგენტოსგან სკრინინგის გადაწყვეტილების მიღების გარეშე.

მოსახლეობის კრიტიკის თუ სხვადასხვა მიზეზის გამო, ცნობილი გახდა ის გარემოებაც, რომ პროექტების გამახორციელებლები ვერ იღებენ სწრაფად მათთვის სასურველ გადაწყვეტილებას ნებართვების გამცემი ორგანოებისგან; ისინი, ხშირად, იძულებული ხდებიან, ჩაატარონ დამატებითი კვლევები, შეცვალონ პროექტის დიზაინი და სხვადასხვა გართულების თავიდან ასარიდებლად, მიმართავენ სხვადასხვა გზას (არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში); მათ შორის, ყველაზე გავრცელებულია ე.წ. salami slicing (რაც პირდაპირი გაგებით, ძეხვის ნაჭრებად დაჭრას ნიშნავს) _ პროექტის დაყოფა ისეთ მცირე პროექტებად, რომლებსაც არ სჭირდებათ გზშ-ს ჩატარება.

თავდაპირველად “პარვუს ჯგუფი” აპირებდა სამი ჰესის მშენებლობას, რაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და “პარვუს ჯგუფს” შორის მემორანდუმით იყო გაფორმებული, თუმცა მოსახლეობამ ეს არ იცოდა. თავის მხრივ “პარვუს” წარმომადგენლებმა, მედიასთან შეხვედრისას განაცხადეს, რომ ისინი ჩუმად არსად შესულან და არც შეიძლებოდა მსგავსი რამ მომხდარიყო: “საქმის კურსში იყო მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, ასევე, მხარის რწმუნებული“, _ ამბობდნენ ისინი.

ხანგრძლივი ხმაურის და ორაზროვნების გასაფანტავად, “პარვუს” ჯგუფმა მოაწყო, როგორც მედია ტრენინგი, ასევე, მედიატური ბჟუჟის ხეობაში. მათ ღიად ისაუბრეს, რომ თავდაპირველად კომპანიამ დაიწყო ბასრა 1, ბასრა 2 და ბასრა 3 მცირე ჰესის (თითოეული 2 მგვ- მდე) სიმძლავრის ჰესების მშენებლობა. შემდეგ კი სიმძლავრეების გაზრდის მიზნით მოხდა, ბასრა 4 ჰესის დამატება.

სიმძლავრეების გაზრდის მიზეზი არის ის, რომ ” საკვლევ რეგიონში დაიწყო 110 კვ ორჯაჭვა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის _ ” ოზურგეთი- ზოტიჰესის” მშენებლობა (გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება (#2-1078; 12/11 2019). რამაც შესაძლებელი გახადა, გაიზარდოს ბასრა ჰესების დადგმული სიმძლავრე და ჩაირთოს “ოზურგეთი- ზოტიჰესის” 110 კვ ძაბვის ქსელში. თუმცა ცნობილია ისიც, რომ როცა კომპანიამ დაიწყო შერჩეულ არეალში მცირე ჰესების მშენებლობა, სხვადასხვა მხრიდან ისმოდა კრიტიკული შენიშვნები, რომ კომპანიამ ხელოვნურად დაანაწევრა ჰესების კასკადის პროექტი მცირე სიმძლავრეებად, რათა თავიდან აერიდებინა გარემოსდაცვითი კვლევები, საჯარო საზოგადოების მონაწილეობის პროცედურები და ასე შემდეგ…

ამ პროცესებს თანმიმდევრულად აშუქებდა “გურია ნიუსი”.

ინფორმაციის, ასე თუ ისე, ჯეროვნად გავრცელების შემდეგ, რაც ზოგჯერ არაზუსტი ფაქტებით იყო გაჯერებული, მოსახლეობა უფრო ნდობით მოეკიდა ჰესის მშენებლობის საკითხს. მათგან, უმეტესად, ასეთი კითხვები ისმოდა: ხომ არ გამოიწვევს ჰესის მშენებლობა ეკოლოგიურ კატაკლიზმებს, სულაც კატასტროფას, რადგან ბჟუჟი საკმაოდ ღვარცოფიანი მდინარეა. ამავე დროს ბჟუჟზე კიდევ არსებობს ელექტროსადგური, რომელიც კომუნისტური ეპოქის ადრეულ პერიოდში აიგო. ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა კი იყო, მოხდება თუ არა ოდესმე დენის ტარიფის შემცირება, რადგან ქვეყანაში უამრავი ჰესი შენდება.

ამ ყველაფრის და ზოგადად ჰესების ტექნიკური მახასიათებლის შესახებ, “გურია ნიუსთან”, კომპანიის წარმომადგენელმა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ეკა ნონიაშვილმა ისაუბრა:

_ ასეთი მასშტაბის პროექტზე ნებართვის გაცემა, რისკების შეფასების გარეშე ხომ ვერ მოხდებოდა? რა თქმა უნდა, მშენებლობის პროცესში ადგილი აქვს ბუნებაზე ზემოქმედების გარკვეულ ქმედებებს, მაგალითად გზის გაყვანისას ხდება კლდის ნაწილის ჩამოშლა, იჭრება ხეებიც… ყველა ეს ქმედება ხდება წინასწარ აღებული ნებართვებით, მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი, და რაც მთავარია მას ახლავს სათანადო მაკორექტირებელი ქმედებები/შემარბილებელი ღონისძიებები, რომლის შესრულების შემდგომ შესაძლებელი იქნება ნარჩენი ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირება, ხოლო უკეთეს შემთხვევაში, პრევენცია (დამოკიდებულია შემარბილებელი ღონისძიებების ეფექტიანობაზე დაკვირვებაზე, რასაც ასევე ითვალისწინებს გზშ–ის დოკუმენტი). რაც შეეხება დენის ტარიფის გაიაფებას, დენის ტარიფს აწესებს სახელმწიფო. რამდენიმე ჰესის აშენებით ტარიფი ვერ შეიცვლება, მაგრამ შესაძლებელი გახდება, რომ ჩავანაცვლოთ იმპორტირებული ენერგია ადგილობრივად წარმოებული ენერგიით. ასეთი ჰესების დანიშნულება ამ ეტაპზე ენერგოუსაფრთხოების და ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯებია…

რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებელს, პროექტის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა გიორგი გულდედავამ თქვა, რომ ბასრა 1 ზედა ბიეფის ნიშნული მდინარე ბჟუჟაზე 1120 მეტრია ზღვის დონიდან. ქვედა ბიეფის ნიშნული მდინარე ბჟუჟაზე 715 მეტრი ზღვის დონიდან. დადგმული სიმძლავრე არის 12,53 მგვტ-ი.

ბასრა 2 _ ზედა ბიეფის ნიშნული მდინარე ბჟუჟაზე 1515 მეტრი ზღვის დონიდან, ზედა ბიეფის ნიშნული მდინარე თხემღელეზე 1515 მზდ, ქვედა ბიეფის ნიშნული მდ. ბჟუჟაზე 1125 მ.ზ.დ, დადგმული სიმძლავრე 9,34 მგვტ.

ბასრა 3 _ ზედა ბიეფის ნიშნული მდინარე ბჟუჟას უსახელო შენაკადზე 925 მეტრი ზღვის დონიდან, ქვედა ბიეფის ნიშნული მდ. ბჟუჟაზე 715 მ.ზ.დ, დადგმული სიმძლავრე 4,15 მგვტ.

სამივე ერთად წლიურად გამოიმუშავებს 110 მილიონ კილოვატ/საათს.

“პარვუს” ჯგუფის მიერ, ბჟუჟის ხეობაში ახლახან ჩატარდა მედიატური ჟურნალისტებისთვის. ინფორმაციის კიდევ უფრო მეტი სიცხადისთვის, აუცილებელია ითქვას, რომ ჰესის მშენებლობა მდინარე ბჟუჟის ხეობაში, ბოლო დასახლებული პუნქტიდან 10კმ-ზე მეტი დაშორებით მიმდინარეობს. სამუშაო პროცესები თითქმის დასრულებულია. გარეგნული ნიშნებით, მშენებლობა საკმაოდ აკურატული ფორმითაა შესრულებული. ყველაზე დიდი შიში, რაც მოსახლეობას აწუხებდა, რომ მთებში სადღაც დაგუბებული იქნებოდა მდინარე, სინამდვილეს არანაირად არ შეეფერება. მდინარის ნაწილი მიედინება მილებში , რომლებიც სხვადასხვა მონაკვეთებზეა განლაგებული და ერთმანეთს ხელს არ უშლიან. ხოლო ბჟუჟჰესის სადგურთან მისვლამდე წყალი მთლიანად გამოთავისუფლებულია და მას ხელს არანაირად არ უშლის.

_ რადგან უკვე დაიწყო 110 კვ ორჯაჭვა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის _ “ოზურგეთი–ზოტიჰესის’’ მშენებლობა (გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება #2-1078; 12/11/2019), რეგიონში გაჩნდა “ბასრა ჰესების’’ საპროექტო წარმადობის გაზრდის და წარმოებული ენერგიის გაზრდილი რაოდენობის საერთო ქსელში ჩართვის ახალი პერსპექტივა, რომლიც სამომავლოდ ქსელზე მიერთებული მომხმარებლების ელექტრომომარაგების საიმედოობის გაზრდის, ელექტროენერგიის ხარისხის გაუმჯობესების და არაგეგმიური წყვეტების შემცირების შესაძლებლობას იძლევა, _ გვითხრეს კომპანიის წარმომადგენლებმა და განმარტეს, რომ “ბასრა ჰესების’’ სიმძლავრეების დაკორექტირების შემდგომ ,ჯამური სიმძლავრე მიაღწევს დაახლოებით 30 მეგავატს (29.34მგვტ).

მთავარი კი ისაა, რომ დამატებითი ელექტროენერგიის გამომუშავების გეგმა, გამორიცხავს გარემოზე დამატებით ზეგავლენას. სიმძლავრის გაზრდა მოხდება მხოლოდ დამატებითი ტურბინების და არსებული ტურბინების მოდიფიკაციის ხარჯზე.

მათივე თქმით, კომპანიის მიერ პროექტის გახორციელება ხდება საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული “ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური გახორციელებადობის საკითხების შესწავლის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ” ხელშეკრულების საფუძველზე,

ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ ჩაატარა კანონმდებლობით დადგენილი წინასამშენებლო კვლევები, რომელმაც შესაძლებლობა მისცა პროექტს, გადასულიყო სამშენებლო ფაზაზე; იტალიურმა საპროექტო კომპანიამ უზრუნველყო ჰიდროელექტროსადგურების ტექნიკური დიზაინის მომზადება; კომპანიამ მოიპოვა პროექტის განხორციელებისათვის საჭირო და პროექტის არეალში მოქცეულ მიწებზე შესაბამისი უფლებები; მუდმივად ტარდება სამშენებლო მასალების ხარისხისა და უსაფრთხოების მონიტორინგი.

_ მცირე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა (პირველი პროექტით) არ ითვალისწინებდა გარემოზე ზემოქმედების შეფასებისთვის აუცილებელი სამუშაოების ჩატარებას. ვინაიდან პროექტის დადგმული სიმძლავრე უკვე ექვემდებარება გარემოს ზემოქმედების კუთხით შესაბამის პროცედურებს, კომპანია ამ ეტაპზე ახორციელებს გარემოზე ზემოქმედების შეფასებით სამუშაოებს, რომლის ფარგლებში ინტენსიურად გვექნება შეხვედრები თემის მოსახლეობასთან, _ განაცხადეს მათ.

მართლაც, 27 სექტემბერს სოფელ შემოქმედში, სოფლის საჯარო სკოლის შენობაში, “პარვუს 1”, “პარვუს 2”, “პარვუს 3”, “პარვუს 4” გზშ-ს განხილვა მოეწყო. შეხვედრაზე მოსახლეობის საკმაოდ დიდი წარმომადგენლობა და ასევე ჟურნალისტები იმყოფებოდნენ.

აქ დამოუკიდებელი ექსპერტები, სოფლის და გარემოს დაცვის სამინისტროს და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ადგილობრივებს ესაუბრნენ ჰესის მშენებლობის დეტალებზე. ყველაფერი, რაც მშენებლობას უკავშირდება, ვიდეოსლაიდების მეშვეობით, დეტალურად იყო წარმოდგენილი.

ცნობილია, რომ “პარვუს ჯგუფი”, პირველ რიგში, სამი მცირე ჰესის მშენებლობას აპირებდა. წელს კი ცნობილი გახდა, რომ სამ ჰესს კიდევ ერთი ჰესი დაემატება და მთლიან ჯამში,  დაახლოებით, 30-მეგავატიან ჰესს ააშენებენ. საუბრისას სწორედ ამ ინფორმაციის დეტალურად მიწოდებაზე იყო აქცენტი.

გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები _ თათული ნატროშვილი და მიხეილ არცივაძე ესაუბრნენ და ასევე, არა ერთ კითხვაზე გასცეს პასუხი ადგილობრივებს.

_ ეს არ არის კაშხალი. დამბაა, რომელიც უბრალოდ, ბუნებრივ ჩამონადენზე მუშაობს. ამ ტიპის ჰესს არ სჭირდება შეტბორვა და ოთხივე ჰესი დამოუკიდებელი ობიექტებია, _ ითქვა აქ.

შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრეს არსებულ და საპროექტო მახასიათებლებზე, ეკოლოგიური ხარჯების მნიშვნელობაზე, თევზსავლებზე, არსებულ და საპროექტო ინფრასტრუქტურაზე, გარემოზე სოციალურ-ეკონომიკურ ზემოქმედებაზე, ავარიის ან კატასტროფის რისკებზე და სხვა…

ხაზგასმით აღნიშნეს, რომ გარემოსდაცვითი მონიტორინგი სავალდებულოა და მასში ადგილობრივი მოსახლეობა იქნება ჩართული, ამ ყველაფერს კი დამოუკიდებელი, ობიექტური კომპანია ჩაატარებს.

შეხვედრაზე, რომელიც ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა, ვრცლად ისაუბრეს სოციალურ პასუხისმგებლობაზე _ სოფლის დასახმარელად, ყოველწლიურად 200 ათასი ლარია განსაზღვრული.

ეს არის განათლების მხარდაჭერა, საკვირაო სკოლა მერვე-მეთერთმეტე კლასელთათვის, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, უმაღლესი განათლების მხარდაჭერა, ჯანდაცვა… _ ამ მიმართულებებით კომპანიამ უკვე მრავალი ღონისძიება ჩაატარა და შემოქმედის საბავშვო ბაღს დაუმონტაჟეს ახალი გამათბობლები, მცირე სარემონტო სამუშაოები ტარდება გომისა და შემოქმედის სკოლებში, თემის პირველკლასელებს გადაეცათ სასკოლო ვაუჩერები, მიმდინარეობს აგრეთვე მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის პროგრამა, რისთვისაც ადგილობრივებმა კმაყოფილება გამოთქვეს და მადლობა გადაუხადეს, მომავალი მხარდაჭერის იმედით.

_ შემოქმედის საჯარო სკოლა არის ამ სოფლის ერთ–ერთი სავიზიტო ბარათი. ამ ეტაპისთვის ყველაზე მეტად გვჭირდება წყლის პრობლემების მოგვარება და იმედი მაქვს, სოციალური პროექტებისთვის გამოყოფილი თანხებით ეს საკითხიც მოგვარდება, _ აღნიშნა თავისი სიტყვით გამოსვლის დროს, სკოლის დირექტორმა ნინო სადრაძემ.

შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებისგან ითქვა, რომ ჰესების აშენებამდე სოციალურ პროექტებზე 700 000 ლარი დაიხარჯება, ხოლო ჰესების მშენებლობის დასრულების შემდეგ კი ყოველწლიურად 200 000 ლარი მოხმარდება სოფელს.

კომპანიის წარმომადგენლებმა შეხვედრის დასასრულს აღნიშნეს, რომ სოფელში მცხოვრებლებისგან მოწოდებული ინფორმაციით, პრობლემურ საკითხებს შეისწავლიან და იმის მიხედვით მოხდება პროექტების შესრულება.

რა ხდება გზშ-ს განხილვის შემდეგ? ამ კითხვით გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელს მივმართეთ. მისი თქმით, სააგენტო ექსპერტების დახმარებით მოხდება შეხვედრის შესწავლა, რის შემდეგ გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა “პარვუს ჯგუფი” ჰესების მშენებლობის ნებართვას მდინარე ბჟუჟას ხეობაში. შეხვედრაზე, ასევე, ითქვა, რომ ხეობაში ოთხი ჰესის შენობის მშენებლობა თითქმის დასრულებულია.

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

კლინიკაში კაცი გარდაიცვალა

21:49; 2 მარტი, 2026
საზოგადოება

ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით iPlus-ში და მიიღეთ 150 ლარიანი ქეშბექი

20:30; 2 მარტი, 2026
საზოგადოება

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

19:39; 2 მარტი, 2026
საზოგადოება

როგორი იქნება ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლა _ საპროექტო ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

13:43; 2 მარტი, 2026
საზოგადოება

ხიდიდან მტკვარში ახალგაზრდა კაცი გადახტა

11:06; 2 მარტი, 2026

"საქართველოს ორიენტირი უცვლელად ევროპისკენ უნდა იყოს მიმართული"

ფაროსანას შემოტევა გურიაში _ "ვერ ავუდივართ დაჭერას და განადგურებას"

ყველა სიახლე

საზოგადოება

კლინიკაში კაცი გარდაიცვალა

21:49; 2.03.2026
პოლიტიკა

ოპოზიციის დიდმა ნაწილმა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ერთიანობისკენ

20:48; 2.03.2026
მსოფლიო

აიათოლა ხამენეის მეუღლე თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა – რა დეტალები ხდება ცნობილი

20:39; 2.03.2026
საზოგადოება

ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით iPlus-ში და მიიღეთ 150 ლარიანი ქეშბექი

20:30; 2.03.2026
საზოგადოება

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

19:39; 2.03.2026
პოლიტიკა

„ომი გინდათ?“ – ახლა ისეთი რელევანტურია, როგორც არასდროს” _ ნინო წილოსანი

17:37; 2.03.2026
ფეისბუქსტატუსები

“დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

16:13; 2.03.2026
საზოგადოება

როგორი იქნება ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლა _ საპროექტო ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

13:43; 2.03.2026
სამართალი

ჩოხატაურში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

12:49; 2.03.2026
პოლიტიკა

საქართველოს მთავრობა საგანგებო განცხადებას ავრცელებს

12:40; 2.03.2026
პოლიტიკა

პაატა ზაქარეიშვილი – ირანში რეჟიმის ჩამოშლა იოლი არ არის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია არაფერს ნიშნავს, ამით ისტორია არ მთავრდება

12:39; 2.03.2026
პოლიტიკა

რა აკავშირებს ირანის დროებითი სულიერ ლიდერს ალირეზა არაფს საქართველოსთან

11:32; 2.03.2026
სამართალი

ავტობანიდან მანქანა გადავარდა

11:11; 2.03.2026
საზოგადოება

ხიდიდან მტკვარში ახალგაზრდა კაცი გადახტა

11:06; 2.03.2026
ფეისბუქსტატუსები

“აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

11:02; 2.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

16:13; 2.03.2026
0

“აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

11:02; 2.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო