გამთენიისას, ძლიერი ქარის შედეგად, მცხეთის ცენტრალურ მოედანზე მთავარი ნაძვის ხე წაიქცა.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაზიანებულია რკინის კონსტრუქცია და მისი მთავარი ღერძი. ნაძვის ხის წაქცევის შედეგად საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.
ამ დროისთვის მიმდინარეობს საახალწლო ნაძვის ხის დემონტაჟი ა(ა)იპ კეთილმოწყობის სამსახურის მიერ.