როგორც მთელ საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტშიც დიდი თოვლია.
ლისში, წოდორეთში, მუხათწყაროში და მიმდებარე სოფლებში სამი დღეა, გადაუღებლად თოვს. ამ დილით თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწია, ზოგან კი უფრო მეტს.
მიუხედავად ამისა, ამ სოფლებში გზა საერთოდ არ გაწმენდილა, გზებზე მარილი არაა დაყრილი, ტრანსპორტი ვერ მოძრაობს, გზებზე თოვლში გაჩხერილი ავტომანქანებია მიმოფანტული _ ეს სოფლები, ფაქტობრივად, გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. ერთ-ერთი ოჯახი მძიმე ავადმყოფის საავადმყოფოში გადაყვანას ვერ ახერხებს.
ამ სოფლებში მცხეთის მერის წარმომადგენლის ძალისხმევით, კერძო პირი საკუთარი ტრაქტორით ცდილობს გზის გაწმენდას, თუმცა, შედეგი უმნიშვნელოა.
ჩვენ ვცდილობთ მცხეთის მერიასთან დაკავშირებას, თუმცა, ჯერჯერობით, ვერ ვახერხებთ.