კირჩხიბი – მთვარე, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს კირჩხიბის ნიშნით დაბადებულ ადამიანს აიძულებს, დიდ ასაკშიც კი მიჯაჭვული იყოს დედასა და ოჯახზე. ამიტომ ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს შორის, კირჩხიბებს ყველაზე მეტად უძნელდებათ “გაზრდა” და არსებული რეალობისთვის თვალის გასწორება. ისინი წინააღმდეგი არ არიან, ნებისმიერი ცხოვრებისეული ტვირთვი ვინმე სხვამ აიღოს მათ მაგივრად თავის თავზე. თუმცა, ასე რომ არ ხდება გამოსავალს წუწუნსა და საკუთარი თავის შეცოდებაში ხედავენ ხოლმე. ბევრი მათგანი კი არცთუ იშვიათად ალკოჰოლსაც “უმეგობრდება”.
თხის რქა – პესიმიზმისკენ მიდრეკილებას თხის რქას, მისი მმართველი პლანეტა სატურნი უძღვნის “საჩუქრად”, რომელიც თავის მხრივ შეზღუდვებისა და აკრძალვების პლანეტად ითვლება ასტროლოგიაში. წარუმატებლობის შიში ან მცირეოდენი მარცხი, ბევრ თხის რქას წინსვლის სურვილს საერთოდ უკარგავს ცხოვრებაში. ამ ადამიანების დიდ ნაწილს საკმაოდ დაბალი თვითშეფასება აქვს და მიაჩნიათ, რომ მათზე უკეთესი ვიღაც ყოველთვის მოიძებნება. ისინი იშვიათად უყურებენ ოპტიმიზმით ხვალინდელ დღეს და ხშირად სამყარო მათთვის მხოლოდ შავ-თეთრია.