ბარსელონაში მუსიკალურ ფესტივალზე დასასწრებად მისული 22 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახორციელდა. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ევაკუაციის მიზეზი მთავარ სცენაზე ცეცხლის გაჩენა გახდა.
ამ დროისთვის გავრცელებული ცნობით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა, როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ცეცხლის გაჩენა შესაძლოა ფეიერვერკს გამოეწვია, რომელიც შოუს შემადგენელი ნაწილი იყო.
მაუწყებლის ცნობით, მომხდარის ირგვლივ გამოძიება მიმდინარეობს.