მერილენდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საყვარელი მუსიკის მოსმენა კარგია სისხლძარღვებისა და გულის ჯანმრთელობისთვის.
კვლევების შედეგად, რომელიც წარმოდგენილი იყო ახალ ორლეანში ამერიკის კარდიოლოგიური ასოციაციის შეხვედრაზე, ცნობილი გახდა, რომ დადებითი ემოციები, რომელსაც საყვარელი ან უბრალოდ სასიამოვნო მუსიკის მოსმენის შედეგად იღებთ, გამაჯანსაღებლად მოქმედებს სისხლძარღვებზე.
10 ადამიანზე ჩატარებული კვლევა ოთხ ეტაპად დაიყო. თავდაპირველად მათ მოასმენინეს მუსიკა, რომელმაც, მათი თქმით, გამოიწვია მხიარული ემოციები. მეორე ეტაპზე ისმენდნენ მუსიკას, რომელმაც მათში შიშის გრძნობა გამოიწვია. მესამე ეტაპზე ექსპერიმენტის მონაწილეებს მოასმენინეს მუსიკა რელაქსაციისთვის, ხოლო მეოთხე ეტაპზე მათ კომედიური ვიდეორგოლები აჩვენეს.
ექსპერიმენტის ყოველი ეტაპის დაწყების წინ, სწავლობდნენ სისხლ-ძარღვების მდგომარეობას და რეაქციას სისხლის ნაკადის მკვეთრი ზრდისას. მეცნიერები განსაკუთრებით დაინტერესდნენ, თუ როგორ რეაგირებს ემოციებზე ძარღვების შიდა ზედაპირული შრის უჯრედები -ენდოთელები, რომელიც არეგულირებს სისხლის მიმოქცევას, სისხლის შედედებას. სწორედ მასზეა დამოკიდებული გულსისხლძარღვთა დაავადების რისკის განვითარება.
შედეგებმა აჩვენა, რომ ექსპერიმენტის მონაწილეებს, რომელთაც მხიარული მუსიკა მოისმინეს, სისხლძარღვები 26%-ით გაუფართოვდათ, საშიში მუსიკის შემთხვევაში -მხოლოდ 6%-ით, მათ, ვინც კომედიურ ვიდეორგოლს უყურა 19%-ით, ხოლო მათ, ვინც უსმენდა მუსიკას რელაქსაციისთვის – 11%-ით.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ მუსიკაზე სისხლძარღვების რეაქცია შეიძლება სიხარულის ჰორმონით – ენდორფინებით იყოს გამოწვეული.
ადრე, ავსტრალიერი მეცნიერების მიერ დამტკიცებულ იქნა, რომ სწრაფი გაღვიძება შესაძლებელია მხოლოდ ბგერით, რომელიც მუსიკალურ ბარიტონს შეესაბამება.
ავტორი