ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პოპულარული ბრიტანელი მწერალი, ნილ გეიმანი მუსიკით სერიოზულად დაინტერესდა.
გეიმანის სადებიუტო ალბომი „Signs of Life“ 2023 წლის 28 აპრილს გამოვა.
ალბომის შესაქმნელად გეიმანმა ჯგუფთან „FourPlay String Quartet“–თან თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო. საბოლოოდ, ნამუშევარი მოიცავს როგორც კოლაბორაციებს, ასევე გეიმანის ლექსებსა და ამბებზე დაწერილ მუსიკას.
ალბომის პირველ ორ სინგლთან ერთად, უკვე გამოვიდა ერთ–ერთ მათგანზე გადაღებული ვიდეოკლიპიც. „Bloody Sunrise“, რომელშიც გეიმანიც მღერის.
ავტორი