სრულიად მუსლიმური სამყარო ერთ-ერთ მნიშვნელოვან, მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს, ყურბან ბაირამს (იდ ალ-ადჰა) ზეიმობს.
ინფორმაციისთვის, დღესასწაული სამი-ოთხი დღე გრძელდება. ამ პერიოდში მორწმუნის ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულება ღვთის სიყვარულისა და მორჩილების გამოსახატად მსხვერპლის შეწირვაა.
როგორც ცნობილია, დღესასწაული იბრაჰიმის მიერ საკუთარი შვილის – ისმაილის მსხვერპლად მიტანას ეძღვნება. ამიტომ დღევანდელ დღეს მრევლი ალლაჰს მსხვერპლს სწირავს. ყურბანი სამად ნაწილდება. ერთი ნაწილი ოჯახში რჩება, დარჩენილი კი მეზობლებს, ახლო ნათესავებსა და ღარიბებს გადაეცემათ.
მუსლიმანურ ტრადიციაში ეს დღესასწაული აახლოებს ადამიანს ღმერთთან, ხოლო ცხოველის რიტუალური შეწირვა (რომელსაც ურიგებენ ღარიბ-ღატაკებს) გულისხმობს სულიერ მიმართვას ღმერთისადმი.
ფოტო: თორნიკე რიჟვაძის ფეისბუქ- გვერდიდან