ადამიანებს, რომლებსაც ცხიმი უგროვდებათ მუცლისა და წელის არეში, შეიძლება გაუჩნდეთ პრობლემები თირკმლების მხრივ. ეს გაარკვიეს გრონინგენის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის თანამშრომელმა ჰოლანდიელმა მეცნიერებმა.
მათ ჩაატარეს გამოკვლევა 300 ადამიანზე, რომელთა ნაწილს აქვს ნორმალური წონა და ნაწილს – ჭარბი წონა. მაგრამ საგანგებო რისკის ჯგუფში აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომელთა ფიგურა ეთანადება მორგვის სიმრგვალეს.
მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ასეთმა ადამიანებმა უნდა შეამცირონ მარილის მოხმარება რაციონში, რათა აიცილონ გართულებები მომავალში. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამით ისინი მომავალში აიცილებენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკსაც.