„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა აცხადებს, რომ მზადაა, ზუგდიდში, ბანკში დარჩენილ მძევლებს ჩაენაცვლოს.
„მთავარ არხთან“ საუბარში გიგი უგულავამ, რომელიც შემთხვევის ადგილას იმყოფება, თქვა, რომ მისი ინფორმაციით, ბანკში ახლა 3 მძევალია დარჩენილი და განაცხადა:
„თუ ახლა გამტაცებელი გვისმენს … თუ ხმაური სჭირდება, — თუ რა სჭირდება, უცნობია, — ჯობია, დეპუტატობის კანდიდატი ჰყავდეს მძევლად და მე მზად ვარ, — თუ ამის შესაძლებლობა არის და ორმხრივი თანხმობა, — მზად ვარ, ჩავენაცვლო დარჩენილ მძევლებს“.
„დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცავი ორგანოები ყველა ღონეს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ეს ღონისძიება ჩატარდეს ეფექტურად და მშვიდობიანად. და ვაცადოთ ამ ხალხს“, – განაცხადა მანამდე გახარიამ ჟურნალისტებთან.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, საქართველოს ბანკში რამდენიმე პირი შეიჭრა და მძევლები ჰყავთ აყვანილი.