წელს ნოემბრის მზეს სწორედ ისეთი მაგიური გამონათება აქვს და სწორედ ის მნათობია, როგორიც ქართულ ხალხურ მითოსშია წარმოდგენილი, სადაც მას დედის ფუნქცია აკისრია! მხოლოდ ქართულია: „მზე დაწვა და მთვარე შობა!“, მხოლოდ ქართულია: „შენს მზეს ვფიცავ!“…
12 ნოემბერს, ოზურგეთის კულტურის და დასვენების პარკში, შემოდგომის ყველა კუნჭულში ჩასავარდნად გამოგორებულ მნათობთან ერთად , მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ კალანდაძე, პედაგოგი ეკა დარჩია, მეოთხეკლასელები და მათი მშობლები გახდნენ ამ დღის ამმეტყველებლები!
დიახ, მზე ასე მხოლოდ დედამიწაზე, ადამიანებთან ზეიმობს!