აჭარაში EECMD-ს კოორდინატორის თამარ მამეიშვილის ინფორმაციით, “ბათუმელების” დირექტორი მზია ამაღლობელი და სამოქალაქო აქტივისტი ციალა ქათამიძე გათავისუფლებულები არიან.
მათთან ერთად, ასევე, გაათავისუფლეს აქციის მონაწილეები თეონა ბერიძე და ნანა შავაძე.
ისინი რამდენიმე საათის წინ ქალაქ ბათუმში აქციაზე დააკავეს.
პატიმრობაში ახლა მხოლოდ მამაკაცები რჩებიან.
ფოტო: სოფო ჟღენტი