მჯერა, მეც და სინდისის პატიმრებიც შევძლებთ ჩვენი უდანაშაულობის დამტკიცებას, – ამის შესახებ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის წერილშია ნათქვამი.
“არა და არ ვეთანხმები ბრალს. უკანონო პატიმრად მივიჩნევ თავს. საბედნიეროდ, ჩვენს სამშობლოში დიქტატურამ საბოლოოდ ფეხი ვერ მოიკიდა. ამიტომ მჯერა, მეც და სინდისის პატიმრებიც შევძლებთ ჩვენი უდანაშაულობის დამტკიცებას”, – წერს მზია ამაღლობელი.
ინფორმაციისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. მზია ამაღლობელმა მისი პოზიცია წერილობით მას შემდეგ გაავრცელა, რაც ტექნიკური ხარვეზების გამო, სასამართლო დარბაზში მის მიერ გაკეთებული განცხადება არ ისმოდა.