იტალიელმა დიზაინერმა, მიშელ პუცოლანტემ უნიკალური მოცურავე სასტუმრო შექმნა, რომელიც მზის ენერგიის გამოყენებით ფუნქციონირებს.
სწორედ ამიტომ ეწოდა მას “Solar Floating Resort” -„მზის ენერგიაზე მომუშავე მოცურავი კურორტი“.
ფოტოელემენტები სასტუმროს კედლებშია ჩამონტაჟებული. ცუდი ამინდის შემთხვევისთვის “SFR”-ის გემბანზე ელექტროგენერატორებია განლაგებული. უნიკალური სასტუმრო სპეციალური დამცავი მინებითაა აღჭურვილი, რომლებიც 100%-იან ჰერმეტულობას უზრუნველყოფს.
“SFR”-ის სიგრძე 20 მეტრს შეადგენს. სასტუმროში ორი ორადგილიანი და ორი ერთადგილიანი ნომერია. ამგვარად, უნიკალურ კურორტს ექვსი დამსვენებლის მიღება შეუძლია. სასტუმროს ქვედა ნაწილიდან სტუმრებს წყალქვეშა სამყაროს სილამაზით ტკბობის შესაძლებლობა აქვთ.
მოცურავე კურორტის ტერიტორიაზე სამზარეულო, სასადილო, ბარი და გასართობი ზონააა. გემბანზე განლაგებულია ჯაკუზიც.
სასტუმროს შიდა ზონის საერთო ფართობი 100 კვ. მეტრია. ინტერიერის გასაფორმებლად ძვირადღირებული ხის მასალა გამოიყენეს.