დღეს, აბიტურიენტები ინგლისური და რუსული ენების გამოცდას აბარებენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტის მაგივრად, სხვა პირი ცდილობდა გამოცდაზე შესვლას, თუმცა მან რეგისტრაცია ვერ გაიარა.
„დარეგისტრირებულებიდან გამოცხადდა 92%-ზე მეტი აბიტურიენტი. დაიგვიანა ათმა გამოსაცდელმა. გამოვლინდა ერთი შემთხვევა, როდესაც აბიტურიენტის ნაცვლად გამოცდაზე გასვლას სხვა პირი ცდილობდა, შესაბამისად, მან რეგისტრაცია ვერ გაიარა – აბიტურიენტი საგამოცდო პროცესს გამოეთიშა.
დადასტურებული კოვიდ-19-ის დიაგნოზის გამო დღეს არ გამოცხადდა 30-მდე აბიტურიენტი. ისინი გამოცდას მოგვიანებით ჩააბარებენ.
ხვალ უცხოური ენების გამოცდა ისევ ორ სესიად ჩატარდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი წარმატებას უსურვებს ყველა აბიტურიენტს“, – აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.