რუსთავში პიტბულმა 4 ადამიანი დაგლიჯა.
“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით შემთხვევა გვიან ღამით VIII მიკრორაიონში, შარტავას გამზირზე მოხდა. დაზარალებული ახალგაზრდები _ 2 ქალი და 2 მამაკაცი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში იქნენ გადაყვანილი. 4-ივე მათგანს ნაკბენები კიდურებისა და მუცლის არეში აღენიშნებოდათ.
როგორც დაზარალებულებმა “ინფო რუსთავს” განუცხადეს, პიტბული მათ თავს, ქუჩაში, სრულიად უწყინარ სიტუაციაში დაესხა.
მათივე განმარტებით, პიტბულს პატრონი ალიკაპისა და საბმელის გარეშე ასეირნებდა.
წყარ: ინფო რუსთავი