“გურია ნიუსს” დახმარების თხოვნით დილიდან უკავშირდებიან სუფსის ადმინისტრაციული ერთეულის მაცხოვრებლები, რომელთაც წვიმის გამო ეზოები დაეტბორათ.
-“მოდით ნახეთ რა დღეში ვართ, წაგვიღო წყალმა. ეზოები წყლითაა სავსე, თუ კიდე იწვიმა, სახლებშიც შემოგვივა წყალი. სანიაღვრე არხებია მოუწესრიგებელი და იმიტომაც ვართ ამ დღეში. ერთი წამოწვიმდა და ნარგავები წყალში, უფრო დიდი წვიმისას ხომ წარმოიდგენთ რა დღეში ვართ. სუფსა კრიზისულ მდგომარეობაშია, შესწავლა უნდა ამ მდგომარეობას. სკვერების მოწყობის ნაცვლად ჯობია თანხა იმაზე დახარჯონ, რაც მოსახლეობას წაადგება”,_ ამბობენ ისინი.
ავტორი