ესაა ახალი კვლევის შედეგი, რომელიც გავრცელდა ნიუ იორკიდან, კონკრეტულად კი კორნელის უნივერსიტეტიდან.
შედეგები იყო განსაკუთრებით შთამბეჭდავი – როდესაც ვიკვებებით დაბალ შუქზე და დაბალ მუსიკაზე, ჩვენი ორგანიზმი იღებს ნაკლებ კალორიებს და საკვებსაც მეტი სიამოვნებით მივირთმევთ.
კვლევის მიხედვით, რომელიც რესტორანში ჩატარდა, 29 ადამიანი დაჯდა მხარეს სადაც იყო დაბალი შუქი და მუსიკა, 33 ადამინაი კი მხარეს სადაც შუქი და მუსიკაც იყო მაღალზე.
მეცნიერები დააკვირდნენ, რომ 62 ადამიანმა შეუკვეთა თითქმის იგივე საკვების რაოდენობა, მაგრამ ისინი ვინც დაჯდნენ მხარეს, სადაც დაბალი შუქი და მუსიკა იყო, შეჭამეს შედარებით ცოტა ვიდრე მეორე მხარეს მჯდომმა ადამიანებმა. ატმოსფეროდან კი მიიღეს უფრო მეტი სიამოვნება.