საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადების ფარგლებში მესამე ვარჯიში გამართა.
4 სექტემბერს, ნაკრების შეკრებას გიორგი ქოჩორაშვილი შეუერთდა. ვილი სანიოლის გუნდმა საგურამოში სრული შემადგენლობით ივარჯიშა.
საწვრთნელ პროცესში მონაწილეობდნენ ნაკრების დებიუტანტები – შოთა ნონიკაშვილი, ლუკა გადრანი და საბა გოგლიჩიძე.
სექტემბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს. 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს. 10 სექტემბერს, ტირანაში, ჩვენი გუნდის მეტოქე ალბანეთის ეროვნული ნაკრები იქნება.