ნალექისა და ყინვის გამო, გომბორის უღელტეხილზე მცირე ხნით შეზღუდვა დაწესდა – ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე გადაადგილება აკრძალული იყო მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტისთვის. გადაადგილებას საპატრულო პოლიცია აკონტროლებდა. გზა ამ დროისთვის გაწმენდილია, დაყარეს ტექნიკური მარილი. კახეთის სხვა ავტომაგისტრალებზე გადაადგილება თავისუფალია.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved