მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
“ბოლო დღეებში უამინდობის მორიგი მძიმე ეტაპის შემდეგ, ხვალიდან მაღალი წნევის სუსტი მაჩვენებელი ქვეყნის ბევრ რეგიონს მოცავს, მაგრამ მნიშვნელოვანი სტაბილურობის კონტექსტს ვერ მოგვცემს.
კონკრეტულად; 22 ოქტომბრის დღის საათებიდან, საქართველოში სტიქიური პროცესების განვითარების ალბათობა მოიხსნება, ნალექის ინტენსიურობა დაიკლებს, მაგრამ ზოგან მაინც შენარჩუნდება ღამისა და საღამოს საათებში ხანმოკლე წვიმა, შესაბამისად მომდევნო სამი დღის განმავლობაში წვიმა დღის სააათებში ნაკლებად დაგვასველებს და ტემპერატურაც დღისით შედარებით მოიმატებს.
შეგახსენებთ, ბოლო რამოდენიმე დღეა დასავლეთში გადაუღებლად წვიმს, სანაპირო კურორტებზე ზოგან თვიური ნალექის ჯამი მოვიდა 2 დღის განმავლობაში, ზოგან ასევე დაფიქსირდა (ქობულეთი, ფოთი) საშიში კატეგორიის ნალექი, რამაც განავითარა სტიქიური პროცესები”,_ წერს ფარტენაძე.