“გურიაში დღის ბოლომდე იწვიმებს. ნალექის ინტენსივობა შუა დღის საათებში მოიმატებს, საღამოს საათებში დაიკლებს, მაგრამ მაღალ მთაში, ბახმაროში, შესაძლოა მოთოვოს”,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზის სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
“დღეს დააფიქსირდება +13 გრადუსი და აღნიშნული ტემპერატურა შენარჩუნდება ხვალაც დაბლობ რაიონებში, მთიან რაიონებში +7, +8 გრადუსი, მაღალ მთაში კი +3, +6 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. ხვალ დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს. 12 ნოემბრის ღამის საათებში ამ საღამოსთან შედარებით ტემპერატურა დაიკლებს. დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +3, +5 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. მთიან რაიონებში -1, +4. მაღალ მთაში შესაძლებელია -7, -5 გრადუსამდე დაეცეს. დღისით ტემპერატურა მოიმატებს. 13-15 ნოემბერს ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და უნალექო, თბილი ამინდებია მოსალოდნელი 15 ნოემბრის დღის პირველ ნახევრამდე”,_ ამბობს გვაზავა.
[sexy_author_bio]