ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია, ENKA Renewables-ი საქართველოს მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებას წყვეტს და უარს ამბობს $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის აშენებაზე, რომელსაც თვეების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდნენ აქტივისტების ჯგუფი.
Enka Renewables-ის გადაწყვეტილების შესახებ მისი მშობელი კომპანიის – ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ხდება ცნობილი.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი გახდა.
რადიო თავისუფლება ცდილობს დამატებითი ინფორმაციის მოძიებას “ენკას” ადგილობრივი ხელმძღვანელობისგან, მათ შორის იმის შესახებ, დაიწყებს თუ არა დავას კომპანია არბიტრაჟში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
წყარო: რადიოთავისუფლება