„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა საგანგებო განცხადება გააკეთეს და განმარტეს, რომ მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით ხელისუფლების პასუხს პარასკევამდე ელოდებიან. თუ სასურველ პასუხს ვერ მიიღებენ, ფართომასშტაბიან აქციებს და ქალაქების პიკეტირებას აანონსებენ.

მათივე თქმით, დღეს კომუნიკაცია ჰქონდათ იმერეთის გუბერნატორთან, რომელმაც განუმარტა, რომ პარასკევამდე კონკრეტული გადაწყვეტილებები ცნობილი გახდა. „რიონის ხეობის მცველები“ ხელისუფლებას მოუწოდებენ დროულად მიიღონ გადაწყვეტილება და თუკი კოვიდთან დაკავშირებული შეზღუდვები გამკაცრდება, ჩათვლიან, რომ ეს სპეციალურად მათ წინააღმდეგ გაკეთდა და პროტესტს მაინც არ შეწყვეტენ.
აქციის მონაწილეების სამი მოთხოვნა ასეთია: დატოვონ რიონის ხეობა საპოლიციო ძალებმა, მიეცეთ ნამოხვანში პროტესტის გაგრძელების შესაძლებლობა და შეწყდეს ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები.































































