გუშინ საირმის საკარანტინო სივრცე დატოვეს ადამიანებმა, თუმცა, ,,გურია ნიუსისთვის” ცნობილი გახდა, რომ მიიღეს ახალი ნაკადი _ სარფის მხრიდან შემოსული პირები.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი, გოჩა გიორგიძე ,,გურია ნიუსის” მკითხველს 29 მარტის დღის ბოლო ინფორმაციას აწვდის: ,,დღის მეორე ნახევარში ახალი, საკარანტინო ნაკადი მიიღეს, როგორც საირმის სანატორიუმში, ასევე წყალტუბოს პლაზაში. ის პირები სარფის მხრიდან არიან შემოსული. მინდა გითხრათ, რომ დღეს გაკეთდა დამატებითი, ახალი, 17 ნიმუშის კვლევა და ყველა უარყოფითია. სულ, იმერეთის ლაბორატორიაში ჩატარებულია 202 კვლევა. როგორც მოგეხსენებათ, 4 დადებითი შემთხვევა არის იდენტიფიცირებული”.