ნაომი კემპბელის გამოჩენამ ნიუ-იორკის “მოდის კვირეულზე” ფურორი მოახდინა: მაყურებელი შოკირებული დარჩა, როცა სუპერმოდელს თავზე მოზრდილი მელოტი უბნები დაუნახა.
ტაბლოიდებმა მაშინვე დაასკვნეს, რომ მისი შესანიშნავი წაბლისფერი თმა, როგორც ჩანს, პარიკი უნდა იყოს…
საქმე ისაა, რომ პოდიუმის ვარსკვლავს ნაწილობრივი გამელოტების ნიშნები პაპარაცებმა შარშანწინ აღმოუჩინეს და დაუნდობელმა ჟურნალისტებმა მაშინ “შავ ავაზას” გვარიც შესაბამისად “გადაუკეთეს” – ნაომი ჩამპბალდ („ბალდ“ ინგლისურად “მელოტია”).