ასპინძის სოფელ ნაქალაქევში მცხოვრებ 28 წლის გიმზერ კაველიძეს ორ თვეზე მეტია უშედეგოდ ეძებენ. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ძებნის სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
„არაფერი სიახლე არ არის, მაშველები დღესაც იქ არიან, ჩემი მეორე ბიჭიც ეძებს “,– „ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ დაკარგული ბიჭის დედა.
მისივე თქმით, ჩანთა, რომელიც მტკვარში იპოვეს ნამდვილად მის შვილს ეკუთვნის.
ცნობისთვის, ასპინძის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნაქალაქევში მცხოვრები 28 წლის გიმზერ კაველიძე მიმდინარე წლის 5 მაისს დაიკარგა. ბოლოს ახალგაზრდა სოფელ თმოგვის მიმდებარედ, მტკვართან ნახეს. ერთ–ერთი ვერსიით, იგი მდინარეზე ბაგირით გადასვლას ცდილობდა, რა დროსაც წყალში ჩავარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხადრზე გამოძიება სსკ–ის 115–ე მუხლით დაიწყო, თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წყარო: სამხრეთის კარიბჭე