მიმდინარე წლის 3 თვეში, გურიაში ნარჩენები მართვის კოდექსის 13 დარღვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
სულ კი საქართველოს მასშტაბით ნარჩენების მართვის კოდექსის 601 ფაქტი გამოავლინდა. მათგან ყველაზე მეტი აჭარაში დაფიქსირდა.
“1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ყველაზე მეტი – 218 ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში. მცხეთა-მთიანეთში გამოვლენილია 62 სამართალდარღვევა, სამცხე-ჯავახეთში – 59, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 53, ქვემო ქართლში – 50, კახეთში – 44, იმერეთში – 34, გურიაში – 13, შიდა ქართლშიც – 13, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი – 2.
რაც შეეხება სამართალდარღვევების შინაარსს: ყველაზე მეტი – 346 ფაქტი, მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებაა; მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენის ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა – 97 ფაქტი; სამშენებლო ან/და სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურება – 45; კანალიზაციის ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება – 15; საბურავით გარემოს დანაგვიანება – 7; სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ, აგრეთვე, სამეწარმეო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი სახიფათო ნარჩენების არადანიშნულების კონტეინერში (მათ შორის, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების კონტეინერში) მოთავსება – 6; ცხოველის სხეულის ნარჩენით (მათ შორის, სასაკლაოდან) გარემოს დანაგვიანება – 4; სახიფათო ნარჩენების გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მქონე ინსინერატორის გარეთ დაწვა – 2; 2 კგ-მდე ბატარეის, აკუმულატორის, ელექტრონათურის, ელექტროსაქონლის, გრაფიტის ელექტროდის, ბასრი ან მჩხვლეტავი საგნის ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – 1; სხვა სამართალდარღვევა – 78 ფაქტი”,_ ნათქვამია ინფორმაციაში.