დღეს, ადრე დილით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარუჯაში, 33 წლის მიშიკო ლულუკიანი მოულოდნელად გარდაიცვალა.
როგორც ოჯახის წევრები და უახლოესი მეზობლები ამბობენ, გუშინ ოჯახის წევრები ციტრუსოვანთა პლანტაციებში მანდარინის მოსაკრეფად იყვნენ წასული. საღამოს, ჩვეულებრივად, შინ დაბრუნდნენ. შუაღამისას, როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, თავი ცუდად იგრძნო, გულის ჩივილებით, დალია დამამშვიდებელი. თუმცა, ადრე დილით გარდაიცვალა.
ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს და კრიმინალურ პოლიციას ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი ექსპერტიზაზე არ გაატანეს იმ მოტივით, რომ არანაირი კრიმინალი არ მოხდარა და შესაბამისად, პრეტენზიაც არავისთან აქვთ.
შსს პრესსამსახურიდან გვატყობინებენ, რომ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით. გარდაცვლილს რაიმე ძალადობის ნიშნები არ ეტყობა.