ძლიერი ქარის შედეგად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, კონკრეტულად კი სოფელ ნატანებში საკმაოდ დიდი ზარალია.
_ ათამდე სახლის სახურავია დაზიანებული. აქედან ერთის, ცენტერაძეების სახლის სახურავი მთლიანად გადახდილია. საცოდაობაა! _ თქვა „გურია ნიუსთან“ ოზურგეთის საკრებულოს წევრმა სოფელ ნატანებიდან თამაზ ტუღუშმა.
მისივე თქმით, სოფელში მოთხრილია ბევრი ნაძვის ხე:
_ ერთგან ევკალიპტის მოთხრილი ხე, ქარმა პირდაპირ ერთ-ერთი ოჯახის ეზოში ჩააგდო. კიდევ კარგი ამას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ავტორი